პოლ სქოულზი: "რასაც პოგბასგან ელოდნენ, ბრუნო ფერნანდეში აკეთებს"

28-02-2020, 13:54

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზიმ, მედიის წარმომადგენლებთან  პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის, რასაც პოლ პოგბასგან ელოდნენ, გუნდს ბრუნო ფერნანდეშმა მოუტანა.

"როგორც ჩანს, ბრუნო ფერნანდეშმა სწორედ ის მოუტანა გუნდს, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ელოდნენ პოგბასგან, მაგრამ არაფერი გამოდიოდა".

"გუნდში ბალანსი გაჩნდა. მატიჩი და ფრიდი პორტუგალიელს მოქმედების თავისუფლებას აძლევენ, რითაც ბრუნო შესანიშნავად სარგებლობს".

"ჩვენ ვიცით, რომ პოგბა მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მაგრამ, იმის მიხედვით, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, ეჭვი მეპარება, რომ ის "მანჩესტერ იუნაიტედში' მომავალ სეზონშიც ვიხილოთ", -  ამბობს სქოულზი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით