ვილიანს ლა ლიგაში ეპატიჟებიან

28-02-2020, 15:21

როგორც მოგეხსენებათ, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი შემტევი კლუბს ზაფხულში დატოვებს.

ესპანურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბიდან ვილიანის გადაბირებას მადრიდის "ატლეტიკო" ცდილობს.

"ატლეტიკო" უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს, რათა ინტერესი გამოეთქვა მის მიმართ. დიეგო სიმეონე ბრაზილიელში ნახევარმცველ ტომა ლემარის შემცვლელს ხედავს, რომელმაც, როგორც ირკვევა, ესპანური კლუბის მესვეურთა იმედები ვერ გაამართლა.

თავად ვილიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სიამოვნებით დარჩებოდა ლონდონში, მაგრამ "ჩელსისთან" კონტრაქტის გაგრძელება ძალიან გაუჭირდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით