კორონავირუსი “ტოტენჰემსაც” უტევს, რატომ გადაჰყავთ სონი კარანტინში

28-02-2020, 19:01

ლონდონის "ტოტენჰემის" სამხრეთ კორეელ ვინგერს, ჰონ მინ სონს ორი კვირის განმავლობაში კარანტინში მოუწევს ყოფნა.

27 წლის ფეხბურთელი ახლახანს სამშობლოში გაემგზავრა, რათა ოპერაცია ჩაიტაროს და აღდგენითი კურსი გაიაროს.

როგორც ცნობილია, დაბრუნების შემდეგ კორეელ ფეხბურთელს პროტოკოლის დაცვა მოუწევს. შესაბამისად, ორი კვირის განმავლობაში ის კარანტინში იქნება და საკუთარი გუნდის დახმარებას ვერ შეძლებს.

აღნიშნული ინფორმაცია თავად ჟოზე მოურინიომაც დაადასტურა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით