მოურინიო: "კეინი შესაძლოა სეზონის დასრულებამდე დაბრუნდეს"

29-02-2020, 01:54

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო, გუნდის ინგლისელ თავდამსხმელზე, ჰარი კეინზე საუბრობს:

"კეინის რეაბილიტაციის პროცესი ჯერ-ჯერობით წარმატებით მიმდინარეობს, მეტიც, მან სამედიცინო შტაბის მოლოდინს გადააჭარბა და შესაძლოა სეზონის დასრულებამდეც კი დაბრუნდეს."

"მისი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამორიცხული არაა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ტურნირი 12 ივნისს დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით