დე ბრუნი: "მიზანთან ძალიან ახლოს ვარ"

29-02-2020, 16:06

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინიმ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და საკუთარი გარჯა შეაფასა.

"მგონია, რომ არც ისე შორის ვარ იმისგან, რომ "ოქროს ბურთი" გადმომცენ. თუმცა, მე ამას, რა თქმა უნდა, ვერ გადავწყვეტ. უბრალოდ ვცდილობ, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გავხდე".

"ბოლო წლებში კარგ თამაშს ვაჩვენებდი. გასულ სეზონშიც კი, როცა ბევრი ტრავმა მქონდა, კვლავ ფეხზე ვდგებოდი და მოედანს ვუბრუნდებოდი. არ ვიცი, ვინ ირჩევს საუკეთესოებს, მაგრამ პირადად მიმაჩნია, რომ ამ წოდებასთან საკმაოდ ახლოს ვარ", - განაცხადა ბელგიელმა.

,იმდინარე სეზონში დე ბრუინმა ინგლისის ჩემპიონატის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა რვა გოლი და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით