იოზილის აგენტი: "კონტრაქტის ამოწურვას დაველოდებით"

29-02-2020, 17:40

"არსენალის" ნახევარმცველის, მესუთ იოზილის აგენტმა ფეხბურთელის მომავლის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ჯერ ჩვენ მესუთის მომავალს არც კი განვიხილავთ. მას "არსენალში" სათამოშოდ 15 თვე აქვს დარჩენილი, რაც იმას ნიშნევა, წინ კიდევ ერთ წელზე მეტია.

"მანამდე კიო გეტყვით, რომ სანამ კონტრაქტი არ ამოიწურება იოზილი "არსენალიდან" წასვლას არ აპირებს", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

მიმდინარე სეზონში მესუთ იოზილმა "არსენალის" შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2021 წლის ივნისში იწურება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნის მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით