"გენტის" მწრთვნელმა ქვილითაიასა და მის გუნდელს შორის მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა

1-03-2020, 16:30

როგორც მოგეხსენებათ, "რომასთან" გამართული მატჩის შემდეგ "გენტის" ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ქვილითაიასა და მისი თანაგუნდელის კოლინ კოსემანსს შორის კონფლიქტი მოხდა.

მატჩის დასრულებისთანავე, იმედგაცრუებულ ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მეკარე ქართველ თავდამსხმელს შემთხვევით შეეჯახა, ქვილითაიამ კი უხეშად მიმართა. კონფლიქტი "გენტის" კაპიტნის, ვადის ოჯიჯა-ოფოეს ჩარევის შემდეგ ჩაცხრა.

აღნიშნული დაპირისპირების შესახებ ბელგიური კლუბის მთავარმა მწრთვნელმა, ჯეს ტორუპმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"გარწმუნებთ, რომ ქვილითაიასა და კოსემანსს ერთმანეთთან პრობლემა არ აქვთ და ყველაფერი მოგვარებულია".

"დილით ორივე ჩემს კაბინეტში იყო. ორივე იცინოდა, ეს ამბავი სალაპარაკო რომ გახდა. გუნდის თანამშრომელმა მაჩვენა ტვიტერზე სურათი, სადაც ისინი ერთმანეთს საკრივოდ იწვევდნენ. გარწმუნებთ, პრობლემები არააა და ეს თემა კლუბში უკვე დახურულია", - განაცხადა ტორუპმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ანანიძე: "შენგელიამ "ცსკას" ფულის გამო არ მიაშურა"

დაგვიმეგობრდით