ლამპარდი: "ახლა ჩემი კლუბის ბომბარდირი მარცხენა მცვლია?"

1-03-2020, 16:51

პრემიერლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში "ბორნმუთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწრთვნელმა, ფრენკ ლამპარდმა, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

მატჩი 2:2 დასრულდა და ლონდონელთაგან ორივე გოლი მარკოს ალონსომ გაიტანა.

"ბრძოლას ველოდით და ასეც მოხდა, მაგრამ უნდა მოგვეგო. ბურთი ჩვენ გვქონდა და მომენტებსაც ვქმნიდით".

"ალონსის დუბლი? მარკოს კარგი კვირა ჰქონდა, თუმცა არ მინდა, რომ ჩემი გუნდის ბომბარდირი მარცხენა მცველი იყოს. მინდა, რომ გოლები შემტევებს გაჰქონდეთ", - ციტირებს ლამპარდის სიტყვებს BBC.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაია კიდევ ორ ქართველს იწვევს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით