სანჩოს დამატების ფავორიტი ცნობილია!

2-03-2020, 17:11

ბოლო დროს პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯეიდონ სანჩო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დორტმუნდის "ბორუსიას" დატოვებს და კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ინგლისელისადმი ინტერესს, "ლივერპული" ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს.

დღეს კი ერთ-ერთმა ცნობილმა გამოცემამ, Daily Express-მა დაწერა, რომ "მანჩესტერიული" კლუბის ბოსები მზად არიან "დორტმუნდს" სანჩოს სანაცვლოდ 90 მილიონი ფუნტი შესთავაზონ, ხოლო თავდ ფეხბურთელს კი კვირაში 200,000 გადაუხადონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჯეიდონ სანჩომ მიმდიანრე სეზონში "დორტმუნდის" მაისური 32 შეხვედრაში მოირგო სადაც თავი 16 გატანილი გოლით და 14 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ნიკა ბასილაშვილის ოჯახში მატებაა. ჩოგბურთელის ახალი სიყვარული ფოტოს აქვეყნებს

დაგვიმეგობრდით