"ნაპოლი" დრის მერტენსს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

2-03-2020, 18:36

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლის" ხელმძღვანელობა მზადაა  დრის მერტენსის შესანარჩუნებლად ყველაერი გააკეთოს.

მერტენსს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

"ნაპოლი" მზად არის, 32 წლის ბელგიელს ახალი 2 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის ძალითაც , ფეხბურთელი წელიწადში 4.5 მილიონი ევროს მიიღებს. ამასთანავე, მერტენსს ორი ბონუსის მიღების შანსი აქვს - 5 მილიონი ევროსი, თუ 10 გოლზე მეტს გაიტანს და 5.5 მილიონის, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

იტალიური გუნდის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მერტენსი ამ წინადადებას მიიღებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით