ვინისიუსმა მესის რეკორდი დაამხო

2-03-2020, 19:34

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გამართულ "ელ კლასიკოს" მატჩში ანგარიში "სამეფო გუნდის" შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა.

აღნიშნულის შედეგადაც, ბრაზილიელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი 21-ე საუკუნეში, რომელმაც "ელ კლასიკოში" გოლის გატანა შეძლო.

ვინისიუსმა თავი 19 წლისა და 233 დღის ასაკში გამოიჩინა. აქამდე რეკორდი ლეო მესის ეკუთვნოდა, რომელმაც "რეალს" 2007 წელს 19 წლისა და 259 დღის ასაკში გაუტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით