აზარს ოპერაცია აშშ-ში ჩაუტარდება

2-03-2020, 20:19

გავლენიანი ესპანური გამოცემა ESPN-ს ცნობით, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ედენ აზარი ამ კვირას ტრავმირებულ კოჭზე ოპერაციას გაიკეთებს.

წყაროს ცნობით, ოპერაციას 5 ან 6 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დალასში ჩაატარებენ. იქ აზარი "რეალი"  ექიმთან ნიკი მიჰიჩთან ერთად გაემგზავრება.

ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციისთვის ბელგიელ ფეხბურთელს დაახლოებით ორი თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა ტრავმა 22 თებერვალს, "ლევანტესთან" მატჩში მიიღო, ამ თამაშამდე აზარი სამი თვე მკურნალობდა ფეხის ტრავმას.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნის მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით