როი კინი: "დე ხეას აუცილებლად მოვკლავდი"

2-03-2020, 21:09

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, როი კინმა დე ხეას მიერ "ევერტონის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში  დაშვებული შეცდომის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მესამე წუთზე ესპანელი ბურთის მოედნის ცენტრისკენ მოგერიებას ლამობდა, მაგრამ დომინიკ კალვერტ-ლევინს გაარტყა და გოლი გავიდა.

"მე, როგორც ფეხბურთელი ან მწვრთნელი მას აუცილებლად მოვკლავდი, მოვკლავდი! ვფიქრობ, დე ხეა ცოტა ქედმაღალია. შესვენებაზე შევცვლიდი, ის ძალიან ჭკვიანი მეკარეა საიმისოდ, რომ ასეთი შეცდომა დაუშვას", - განაცხადა კინმა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით