"ბარსელონას" მორიგი შეთავაზება "ინტერს"

2-03-2020, 23:58

ბოლო დროს პრესაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კატალონიის "ბარსელონა" ზაფხულში, ლაუტარო მარტინეს შეიძენს.


დღეს კი არა ერთმა იტალიურმა გამოცემამ დაწერა, რომ კატალონიურმა გრანდმა მილანურ კლუბს მსუყე შეათავაზება გაუმზადა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი მზად არიან "ნერაძურის" არგენტინელი შემტევის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო, არტურო ვიდალი და ნელსონ სემედო შესთავაზონ.

თუმცა უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც,რომ ლაუტაროს გამოსასყიდი თანხა 111 მილიონი ევროა აქედან გამომდინარე დიდი ალბათობაა, რომ აღნიშნულ შემთავაზებაზე იტალიელებმა უარი განაცხადონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ლაუტარო მარტინესმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მილანის "ინტერის" მაისური 21 შეხვედრაში მოირგო სადაც თავი 11 გატანილი გოლით და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით