ოფიციალურად: საქართველო-რუსეთის მატჩი დანიშნულ დროს აღარ გაიმართება

3-03-2020, 00:51

საქართველოს რაგბის კავშირმა რაგბი ევროპის ფინალური ტურის მატჩის დაწყების საათი შეცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს და რუსეთის ეროვნულ ნაკრებეს შორის შეხვედრა 18:00 საათის სანაცვლად 16:00 საათზე დაიწყება.

როგორც ცნობილია, ამის მიზეზად მოედნის განათების სისტემის გაუმართავობა სახელდება, აქედან გამომდინარე ადმინისტრაცია პასუხის მგებლობას არ იღებს იმაზე, რომ შეხვედრის დროს განათება უპრობლემოდ იმუშავებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული შეხვედრა 14 მარტს მიხელ მესხის სახელობის მოედანზე გაიმართება.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით