აზარს ოპერაცია ჩაუტარდა !

3-03-2020, 02:10

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "რეალის" ბელგიელ ვარსკვლავს, ედენ აზარს, კოჭის ოპერაცია ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 წლის ფეხბურთელის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და ის სავარჯიშო სესიებს გამოჯანმრთლებისთანავე დაუბრუნდა.

ცნობების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი აზარისთვის მიმდინარე სეზონში ასპარეზობა გამორიცხული ამჟამად არაა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა მოთამაშემ დაზიანება სწორედ იმ კოჭზე მიიღო, რომლის გამოც წლევანდელი გათამაშების დასაწყისი გამოტოვა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ასეთი ადამიანებია ჩვენი ქვეყნიდ მომავალი" - რას აკეთებს 18 წლის მეკარე პანდემიის დროს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით