ლამპარდი: "ლივერპულთან" მატჩისთვის კარგი დროა"

3-03-2020, 12:35

ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ინგლისელი სპეციალისტი, ფრენკ ლამპარდი, მერსესაიდული "ლივერპულის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"ასეთი დონის გრანდთან საბრძოლველად საკმაოდ კარგი დროა, "ლივერპული" შანსს გვაძლევს მიუნხენის "ბაიერნის" სამომავლო ორთაბრძოლის რეპეტიცია გავიაროთ."

"თუ ამ ბარიერს გადავლახავთ, მაშინ ბავარიელებთან გაზრდილი თავდაჯერებულობითა და მოტივაციით ვიბრძოლებთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული დაპირისპირება, 3 მარტს, თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით