მალდინი და ბობანი "მილანიდან“ მიდიან

3-03-2020, 16:23

გავლენიანი სპორტული გამოცემა Sky Sports-ის ინფორმაციით, იტალიური "მილანის ყოფილი ფეხბურთელები პაოლო მალდინი და ზვონიმირ ბობანი, რომლებიც დღეს ამ კლუბის დირექტორები არიან, უახლოეს დროში "როსონერის" რიგებს დატოვებენ.

ეფრო ადრე, იტალიურ პრესაში წერებოდა, რომ მალდინი და ბობანი აღშფოთებულნი იყვნენ იმის გამო, რომ "მილანის" გენერალურმა დირექტორმა ივან გაზიდისმა მათი გვერდის ავლით გამართა მოლაპარაკებები გერმანელ სპეციალისტთან რალფ რანგნიკთან, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

ივარაუდება, რომ სწორედ მომავალი მთავარი მწრთვნელის დანიშვნის შესახებ შეუთანხმებლობა განაპირობებს მალდინისა და ბობანის გადაწყვეტილებას წასვლის შესახებ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით