ქუთაისის "ტორპედომ" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა

3-03-2020, 15:34

საფეხბურთო კლუბმა "ტორპედომ" კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა და  უკრაინელი თავდამსხმელი ვიტალი პონომარი დაიმატა.
 
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, პონომარი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს ამის შემდეგ გააფორმებს.

29 წლის უკრაინელი თავდამსხმელი გუნდს ლუცკის "ვოლინიდან" შეუერთდება.

ვიტალი პონომარი ხარკოველია, რომელიც 17 წლის ასაკში დონეცკის "შახტარის" სელექციონერმა სერგეი ატელკინმა დონეცკურ კლუბში მიიწვია. ამის შემდეგ იჯარით დაბალი ლიგის გუნდებში თამაშობდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით