რონალდო: "კლასიკოს ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ..."

3-03-2020, 21:23

ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, მადრიდის "რეალსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრობს.

"კლასიკოს ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევები დავისახე და სათამაშოდ იტალიაში გადავედი.

"სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდოდა რეალის მაისურით მოედანზე მეც ვყოფილიყავი, თუმცა უკვე ყველაფერი გავაკეთე ამ გუნდისთვის და ის მუდმივად იქნება ჩემს გულში".

"ამ მცირე დროში ესპანეთში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ "რეალისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებების თანმდევი მუხტი, ისევ არსებობს", - განაცხადა პორტუგალიელმა ვარსკვლავმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით