"ლივერპულმა" თანხა გაამზადა

4-03-2020, 15:38

როგორც იცით ბოლო დროს, ლონდონის "არსენალს" მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველს, ტომას პარტეის უკავშირებენ.

დღეს კი ერთ-ერთმა ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Express.co.uk-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განიელი ფეხბურთელის დამატებით "ლივერპულიც" ინტერესდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "მერსესაიდლები" მზად იქნებიან "ატლეტიკოს" პარტეის სანაცვლოდ 45 მილიონი ფუნტი შესთავაზონ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 26 წლის ფეხბურთელი მადრიდული გრანდში 2015/16 წლების სეზონიდან ასპარეზობს და მან ამ დროის განმავლობაში 173 შეხვედრაში მიიღო მონაწილობა, სადაც თავი 15 გატანილი გოლით და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რა გააკეთეს შაქარაშვილის თანაგუნდელებმა მისი გარდაცვალების შემდეგ ჩატარებულ პირველ მატჩში (ფოტოები)

დაგვიმეგობრდით