რონალდომ დედამისის მდგომარეობის შესახებ განცხადება გააკეთა

4-03-2020, 17:46

ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ თავისი დედის, დოლორეს დოს სანტოსის, ჯანმრთელობის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

65 წლის ქალმა ინსულტი გადაიტანა.

"მადლობა ყველას მხარდამჭერი შეტყობინებებისთვის. ამ მომენტისთვის ის საავადმყოფოში სტაბილურ მდგომარეობაშია. მე და ჩემი ოჯახი მადლობას ვუხდით სამედიცინო ბრიგადას, რომელიც მას უვლის. ძალიან გთხოვთ, უზრუნველყოთ ჩვენი ოჯახის სიმშვიდე", – დაწერა ფორვარდმა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, 65 წლის ქალმა ინსულტი გადაიტანა და დაიწერა, რომ ექიმების ოპერატიული ჩარევით დოლორესმა თავიდან აიცილა გართულებები, რაც გავლენას იქონიებდა მეტყველებასა და მოძრაობაზე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით