რაკიტიჩი მადრიდულ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა

4-03-2020, 18:19

ესპანურ მედიაშ გავრცელებული ინფორმაციით, კატალუნიური "ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი უახლოეს ზაფხულში მადრიდის "ატლეტიკოს" შეუერთდება.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ივან რაკიტიჩი მადრიდული კლუბის სამიზნე იქნება.

20 თებერვალს, ხორვატმა "ატლეტიკოს" წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ასევე ირკვევა, რომ რაკიტიჩის ოჯახი მადრიდის გარეუბანში სახლს ეძებდა.

რაკიტიჩი "ბარსელონაში" 2014 წლიდან თამაშობს და მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ამ სეზონში ხორვატმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი შედგიანი პასი შეასრულა. ის 14-ჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, სრულად 90 წუთი კი მოედანზე მხოლოდ ოთხჯერ გაატარა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით