"იუვენტუსისა" და "მილანის" დაპირისირება უვადოდ გადაიდო

4-03-2020, 16:09

იტალიაში კორონავირუსის გამო კიდევ ერთი მატჩი გადაიდო. ამ კვირას არ გაიმართება ქვეყნის თასის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა ტურინში "იუვენტუსსა" და "მილანს" შორის.

ტურინის პრეფექტურის განცხადებაში წერია, რომ თამაშზე გაყიდულია 40 ათას ბილეთზე მეტი. იმის გამო, რომ შეუძლებელია იმის გარკვევა, რომელი გულშემატკივარი საიდან მივიდა სტადიონზე, შეიქმნა გარშემომყოფთა ჯანმრთელობის რისკი.

შეგახსენებთ, პირველი მატჩი "მილანის" სტადიონზე 1:1 დასრულდა.

განმეორებითი მატჩის ახალი თარიღი ჯერჯერობით გაურკვეველია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით