ვან გაალი: "ბარსელონაში" ფეხბურთელები არასწორ პოზიციებზე თამაშობენ"

4-03-2020, 16:28

"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი გამოცემა  მედიის წარმომადგენლებთან აუბრისას განაცხადა, რომ კატალონიელები ფრენკი დე იონგს არასწორ პოზიციაზე ათამაშებენ.

"დიდი ხანია "ბარსელონას" აღარ ვწრთნი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფეხბურთელები არასწორ პოზიციებზე თამაშობენ. მაგალითად, ივან რაკიტიჩი და არტურ რამოსი დე იონგს კარგად შეეწყობოდნენ".

"ფრენკის აქვს სიჩქარე და კარგად ესმის, როგორ უნდა ითამაშოს თავდამსხმელების წინააღმდეგ. "ბარსელონას" თამაში გაუმჯობესდებოდა, ის რომ დაცვის ცენტრში დაეყენებინათ".

"დე იონგი კარგად ართმევს თავს საქმეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და თან სულ ახლახანს გადავიდა სხვა ქვეყანაში. ამასთან ერთად, მასში დიდი თანხა გადაიხადეს, რაც ზეწოლას ზრდის".

"მე ვფიქრობ, "ბარსელონას" მატეის დე ლიხტი უნდა ეყიდა, ხოლო ფრენკი "იუვენტუსში" უნდა გადასულიყო", - განაცხაა ვან გაალიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით