ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსის“ თავდამსხმელმა, ვილიანმა, ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
"ჩელსის" ხელმძღვანელობა ვილიანს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობდა.
მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა თავდამსხმელმა "ჩელსის" შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვილიანით "იუვენტუსი" და "ბარსელონა" არიან დაინტერესებულები.