"ინტერი" "ჩელსის" მცველით დაინტერესდა

5-03-2020, 16:03

როგორც გავლენიანი სპორტული გამოცემა Goal-ი იტყობინება, მილანის "ინტერი" "ჩელსის" მცველით, მარკოს ალონსოთი დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, იტალიელებს მარცხენა მცველის პოზიციის გამაგრება სურთ და მზად არიან, რომ 29 წლის ესპანელში 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მიმდინარე სეზონში მარკოს ალონსომ "ჩელსის" შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Transfermarket-ი მარკოს ალონსოს 25 მილიონ ევროდ აფასებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით