ფიფას ახალი წესები ნეიმარის ტრანსფერს ხელს უწყობს

5-03-2020, 16:28

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდმა ნეიმარმა, შესაძლოა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელს შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს ფიფა-ს წესებში არსებული პუნქტი. ამის თანახმად, ფეხბურთელს საშუალება ექნება ცალმხრივად გაწყვიტოს კონტრაქტი "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლიდან სამი წლის თავზე.

თუ ნეიმარი გადაწყვეტს ფრანგული გუნდის დატოვებას, მან კლუბს თავისი გადაწყვეტილების შესახებ უნდა აცნობოს პარიზელთა ბოლო მატჩის მომენტიდან 15 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, ფიფა დაადგენს კომპენსაციის ოდენობას, რომელიც უნდა გადაუხადონ "პსჟ-ს".

კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 180 მილიონ ევროს. ამ ფულის გადახდა შეუძლია როგორც ნეიმარს, ასევე ფორვარდის ახალ კლუბს.

როგორც იცით, ნეიმარის დაბრუნება "ბარსელონას" სურს, მაგრამ მისი მაღალი ღირებულების გამო ტრანსფერი აქამდე ვერ განხორცილედა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით