"იუვენტუსი" "მან სიტის" ფორვარდს ეპატიჟება

5-03-2020, 21:30

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, წინა ხაზსი გაძლიერებას გეგმავს.

ცნობილი გამოცემის Tuttosport-ის თანახმად, ტურინელების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე, "მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი ფორვარდი, გაბრიელ ჟესუსი იქნება.

როგორც ცნობილია, იტალიელები ახალგაზრდა ფეხბურთელს, გონსალო იგუაინის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც კლუბს დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს დატოვებს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გაბირელ ჟეზუსმა პრემიერ ლიგის  მიმდინარე სეზონში "მან სიტის" მაისური 23 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავის გამოჩენა 10 გატანილი გოლით მოახერხა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით