"სიტის" დერბის წინ დანაკლისი აქვს

5-03-2020, 22:52

მანჩესტერ "სიტი" დერბის სერიოზული დანაკლისით ხვდება.

პეპ გვარდიოლას განცხადებით, გუნდის ბელგიელი ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი ტრავმირებულია და მისი თამაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ საეჭვოა.

"კევინმა დღეს არ ივარჯიშა. ის ბოლო მატჩში ცუდად დაეცა და მხრის ტრავმა მიიღო."

"ზუსტად არ ვიცით, რამდენად მძიმეა მისი დაზიანება. სავარაუდოდ, ის მომავალ მატჩში არ გვეყოლება." - აცხადებს პეპი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით