არტეტა: "ობამეიანგთან კონტრაქტი ზაფხულამდე უნდა გავახანგრძლივოთ"

6-03-2020, 02:01

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, მიკელ არტეტა, გუნდის გაბონელ თავდამსხმელზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგზე საუბრობს:

"პიერთან კონტრაქტის გახანგრძლივების საქმე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე უნდა დავასრულოთ, სხვაგვარად მისი შენარჩუნება გაგვიჭირდება."

"ობამეიანგი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, ამიტომაც მას არაერთი მსურველი ეყოლება."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირება ამჟამად ყველაზე მეტად, კატალონიის "ბარსელონას" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით