სოლსკიაერი: "რუნი "იუნაიტედის" მომავალი მწვრთნელია"

6-03-2020, 12:35

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ნორვეგიელი სპეციალისტი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, გუნდის ლეგენდარულ ინგლისელ თავდამსხმელზე, უეინ რუნიზე საუბრობს:

"ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ უეინი ადრე თუ გვიან, "იუნაიტედის" მწვრთნელი გახდება და ამ კლუბთან ერთად სერ ალექს ფერგიუსონის წარმატებას გაიმეორებს."

"თუ ვინმეს ამის გაკეთება შეუძლია, ეს რუნია."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე ამჟამად "დერბის" რიგებში, მოთამაშე-თავკაცის რანგში ირიცხება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდებათ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით