"ბაიერნი" ჩაკვეტაძის თანაგუნდელის ტრანსფერზე მუშაობს

6-03-2020, 16:22

მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა.

ამჯერად "რეკორდმაისტერის" სამიზნე ბელგიური "გენტის" შემტევი, ჯონათან დეივიდია.

20 წლის ფეხბურთელი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მან ბელგიის იუპიერლიგის 26 მატჩში 18-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა და გუნდის უდაო ლიდერად ჩამოყალიბდა.

როგორც ცნობილია, "გენტი" დეივიდის 25 მილიონ ევროდ აფასებს და ნაკლებ თანხად გაყიდვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ "ბუფალოების" რიგებში ასევე ქართველი ლეგიონერები, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია ირიცხებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით