"პსჟ" მბაპესთვის მეგაკონტრაქტს ამზადებს

6-03-2020, 17:43

როგორც გამოცმა Paris United-ი იტყობინება,  "პარი სენ-ჟერმენი" არ აპირებს კილიან მბაპე დათმოს.

წყაროს ცნობით, ფრანგი პარიზული კლუბის ერთადერთი მოთამაშეა, რომლის გაყიდვას "პსჟ-ის" მფლობელმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ ვეტო დაადო.

ამ უკანასკნელს სურს, რომ მბაპე დარჩეს გუნდში მინიმუმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატამდე, რომელიც ყატარში გაიმართება.

ამისათვის, პარიზელები ამზადებენ გაუმჯობესებულ ახალ კონტრაქტს მბაპესთვის, რათა შეძლონ მისი შენარჩუნება. კერძოდ, ფეხბურთელს შესთავაზებენ "პარი სენ-ჟერმენის" ისტორიაში ყველა დიდ ხელფასს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით