ქალებისთვის ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელების Top 3-ში არც რონალდოა და არც მესი

6-03-2020, 18:21

Ticketgum.com-მა შეადგინა ფეხურთელების სია, რომლებთანაც ფეხბურთის მოყვარულ ქალებს ყველაზე მეტად სურთ ერთი ღამის გატარება.

რეიტინგს სათავეშია ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 44 წლის დევიდ ბექჰემი. მას ქალების 21.2 პროცენტმა მისცა ხმა. მას მოჰყვება "ტოტენჰემის" მეკარე პაულო გასანიგა, მესამე ადგილზე კი გავიდა "ჩელსის" ნახევარმცველმა რუბენ ლოფტუს-ჩიკმა.

საინტერესოა, რომ "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ამ სიაში მერვე ადგილზე გავიდა, „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი - მეცხრეზე.

პორტუგალიელმა ხმების 7.5 პროცენტი მიიღო, არგენტინელმა - 6.25.

სულ გამოკითხვაში 1324 ქალი მონაწილეობდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით