"იუვენტუსს" ტერ შტეგენი სურს

6-03-2020, 19:34

იტალიური გამოცემა Football Italia-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას" გერმანელი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, ტურინელები ტერ შტეგენის იტალიაში გადმოყვანას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდებიან.

27 წლის გერმანელმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 20 გოლი და ხუთ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით