"პსჟ-ში" განხეთქილებაა, რაც იკარდის წასვლის მიზეზი გახდება

7-03-2020, 16:19

ფრანგულ მედიაშ გავრცელეული ინფორმაციით, ნეიმართან და კილიან მბაპესთან დაძაბული ურთიერთობების გამო, მაურო იკარდიმ შეიძლება "პარი სენ-ჟერმენი" დატოვოს.

როგორც ჩანს,, არგენტინელს პერიოდულად კონფლიქტი აქვს ნეიმართან და კილიან მბაპესთან. მას არ გამოსდის ამ ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა. იკარდი თავს გარიყულად გრძნობს, რადგან ბრაზილიელთან და ფრანგთან თითქმის არ აქვს შეთამაშება.

როგორც მოგეხსენებათ, იკარდი "ინტერის" საკუთრებაა და "პსჟ-ს" აქვს მისი 80 მილიონად გამოსყიდვის უფლება. შექმნილი სიტუაციის გამო, პარიზელებმა, შესაძლოა, უარი თქვან ამგვარი ტრანსფერის განხორციელებაზე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით