არტეტას გეგმებში მხითარიანი შედის

7-03-2020, 16:42

ლონდონის "არსენალის" თავკაცმა, მიკელ არტეტამ მედიის წარმომადგენლებთან ჰენრიკ მხითარიანის შესახებ ისაუბრა.

"ის ყოველთვის მომწონდა. მხითარიანი იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელიც საუკეთესო ფორმაში ყოფნისას ნებისმიერ გუნდს გამოადგება".

"მთავარია, მან სტაბილურობა შეინარჩუნოს. არის შანსი, რომ ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს", - განაცხადა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, მხითარიანი ამჟამად, "რომაში" იჯარით თამაშობს, სადაც ნახევარმცველმა 17 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველო უმძიმესი გამოწვევის წინაშე დადგა - რა განცხადება გააკეთეს უეფაში

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით