გვარდიოლამ ჭორები უარყო

7-03-2020, 18:48

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც "სიტის" ბრუნო ფერნანდეშის შეძენა სურს.

"ათასობით ფეხბურთელთან გვაკავშირებდნენ და ხშირ შემთხვევაში ეს ჭორები აფსურდულია, ასევე ხდება ბრუნო ფერნანდეშის შემთხვევაშიც, მის შეძენაზე არასდროს არ გვიფიქრია, თუმცა პრესაში ამაზე ხშირად წერდნენ".

"ის შესანიშნავი ფეხბურთელია და იქაა სადაც მისი ადგილია", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ბრუნო ფერნანდეშ იანვარშ "მანჩესტერ იუნაიტედს"  შეუერთდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით