"მესი თამაშს აფუჭებს, გამოიღვიძე ბავშვო!"

7-03-2020, 19:14

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ჰუგო გატიმ, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და ლიონელ მესი გააკრიტიკა. მისი თქმით ლეო ისეთივე ეფექტური აღარაა და თამაშსს აფუჭებს.

"მართალია მეც არგენტინეი ვარ, მაგრამ სიმართლე მაინც უნდა ითქვას. არ მაინტერესებს ამისთვის გამაკრიტიკებენ თუ არა".

" არასწორად იქცევიან, როდესაც ასე ამაღლებენ და აღმერთებენ. ის ამას ეჩვევა და მოედანზე აღარც დარბის".

"მესიმ უკეთ უნდა ითამაშოს, ძალიან მიეჩვია დაბალ რიტმს. გამოიღვიძე, ბავშვო! უნდა მოუმატო".

"როდესაც გუნში მესია, ყველა მისთვის ცდილობს პასის გაკეთებას. იგივე სიტუაცია იყო მარადონასა და პელეს ემთხვევაშიც".

"ამით თამაში ფუჭდება. გუნდი ძალიანაა მიჩვეული ბურთის მხოლოდ მესისთვის გადაწოდებაზე, რაც ნამდვილად არაა კარგი,"- განაცხადა გატიმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით