რატომ დაურეკა რონალდუმ პერესს

7-03-2020, 20:47

მოგეხსენებათ, გასულ კვირაში გამართულ "ელ კლასიკოს" მადრიდის "რეალის" ლეგენდა, კრისტიანო რონალდუ ესწრებოდა.

ესპანურმა გამოცემა Marca-მ 35 წლის ფეხბურთელის ვიზიტის უცნობი დეტალები გაამხილა.

კერძოდ, წყაროს ცნობით, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ტურინის "იუვენტუსისა" და მილანის "ინტერის" მატჩი გადაიდო, რონალდუმ ფლორენტინო პერესს
დაურეკა და "კლასიკოზე" დასწრების სურვილი გაუმხილა.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელს ვიპ ლოჟაშიც ჰქონდა ადგილი შენახული, თუმცა, თავად რონალდუმ არ ისურვა აქ დაჯდომა, თავისი ამჟამინდელი კლუბის პატივისცემის ნიშნად.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით