მესიმ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა

8-03-2020, 17:12

ლა ლიგის 27-ე ტურში კატალონიის "ბარსელონამ" "სოსიედადს" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი "ბლაუგრანას" ლიდერმა, ლეო მესიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმის შედეგად გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ფორვარდმა ამ გოლის წყალობით კრისტიანო რონალდუს გაასწრო და ტოპ 5 ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით პირველ ადგილზე გადავიდა.

ამჟამად მესის 438 გოლი აქვს გატანილი და ზუსტად ერთით უსწრებს ლეგენდარულ პორტუგალიელს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ ატარებს აჩი არველაძე დროს თვითიზოლაციაში (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით