აგუერო "მანჩესტერ სიტის" დატოვებისთვის ემზადება

8-03-2020, 16:08

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა სერხიო აგუერომ, შესაძლოა კლუბი დატოვოს.

წყაროს ცნობით, არგენტინელი ზაფხულში კლუბს შეიცვლის, თუ ევროთასების ორ უახლოეს გათამაშებაში "სიტის" დისკვალიფიკაცია არ გაუქმდება.

აგუეროს კონტრაქტი "მანჩესტერ სიტისთან" 2021 წლის ზაფხულში სრულდება. ამ სეზონში ფეხბურთელმა 27 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ უეფა-მ ინგლისის ჩემპიონი ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის დასაჯა. კლუბი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა აპელაცია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით