ზიდანი მზად არის "იუვენტუსის" წინადადება განიხილოს

8-03-2020, 17:03

Daily Mail-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  "იუვენტუსი" მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელით, ზინედინ ზიდანით დაინტერესდა.

წყაროს ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტურინული კლუბი მზად არის, 47 წლის სპეციალისტს შესთავაზოს სამწლიანი კონტრაქტი წელიწადში რვა მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით. ეს არის მაქსიმალური თანხა, რომელიც გათვალისწინებულია კლუბის კორპორატიული პოლიტიკით მწვრთნელის ხელფასთან მიმართებაში.

ზიდანს ახლო ურთიერთობა აქვს "იუვენტუსის" პრეზიდენტთან ანდრეა ანიელისთან და ხშირად ატარებს შვებულებას პიემონტეში. გარდა ამისა, "იუვენტუსის" დირექტორთა საბჭოს წევრების უმრავლესობას ზიდანზე მაღალი წარმოდგენა აქვს და იდეალურ კანდიდატად მიაჩნიათ იმისთვის, რომ გუნდი დიდ წარმატებებამდე მიიყვანოს.

ამასთანავე, გავრცელდა ინფრომაცია, რომ თავად ზიდანიც განიხილავს "იუვენტუსში" გადასვლის შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანი "იუვენტუსში" 1996 წლიდან 2001 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც "რეალში" გადავიდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით