ჟირუ: "ჩელსიდან" წასასვლელად ყველაფერი გავაკეთე"

8-03-2020, 19:52

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა ოლივე ჟირუმ მედიის წარმომადგენლებთან მის შესახებ გავრცელებული ხმების შესახებ ისაუბრა, რომლითაც პრესა მას სხვადასხვა კლუბებთან აკავშირებდა.

"ჩელსიში" ურთულესი თვეები გავატარე, რის შემდეგაც ძალიან მსურდა წასვლა და საკუთარ თავს სხვა გუნდში მოვიაზრებდი".

"აქედან რომ წავსულიყავი, ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. ჩემთვის პრიორიტეტული "ინტერში" გადასვლა იყო, კონტაქტები გვქონდა რომის "ლაციოსთან" და "ტოტენჰემ ჰოთსპურთანაც", მაგრამ "ჩელსიმ" არ გამიშვა".

"ლონდონში დარჩენა ჩემი არჩევანი არ ყოფილა. მწვრთნელი მეტ სათამაშო დროს დამპირდა, რაც შეასრულა კიდეც".

"ლიონიდანაც" დამირეკეს, მაგრამ იმ დროს ჩემთვის პრიორიტეტი "ინტერი" გახლდათ", - ციტირებს ჟირუს სიტყვებს L’Equipe-ი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით