"ბარსელონა" მზადაა მესის გაზრდილი ხელფასი შესთავაზოს

9-03-2020, 16:43

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" გუნდის თავდამსხმელთან, ლეო მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს.

ესპანური მედიის ცნობით, კატალონიელები არგენტინელს ხელშეკრულების 2023 წლამდე გაფორმებასა და ხელფასის სახით 50 მილიონ ევროს შესთავაზებენ, რაც მიმდინარე ანაზღაურებას 10 მილიონით აღემატება.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 24 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.

ლა ლიგის 27 ტურის შემდეგ "ბარსელონა" 58 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით