"პსჟ" - "დორტმუნდის" მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

9-03-2020, 19:09

11 მარტს გასამართი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა "პსჟსა" და "დორტმუნდს" შორის უმაყურებლოდ ჩატარდება.

UEFA-ს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხისგან თავის ასარიდებლად მატჩი დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

მოგეხსენებათ, ასევე გადაწყვეტილია, რომ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი თამაში, "ვალენსია" - "ატალანტა" ასევე მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში გერმანულმა კლუბმა 2:1 დაამარცხა "პსჟ".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"ღმერთო, გაიზარდნენ"! - რუსული კალათბურთის ვარსკვლავი თორნინე შენგელიას "ცსკაში" გადასვლას გამოეხმაურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით