ლიგაზე წარუმატებლობის შემთხვევაში "ტოტენჰემი" მოურინიოს დასჯის

9-03-2020, 19:12

ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ჩემპიონთა ლიგაზე უკანასკნელი შანსი მიეცემა.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტსა და კლუბის პრეზიდენტს, დანიელ ლევის შორის შეხვედრა შედგა, სადაც ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ ევროტურნირებზე მაქსიმალურ წარმატებას მოელის.

წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ლონდონური კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვერ გავა, მაშინ ჟოზე მოურინიოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ძალიან მცირე თანხას გამოუყოფენ.

თუმცა, ასევე არსებობს კიდევ ერთი შანსი იმისთვის, რომ მოურინიო არ დაისაჯოს. ამისათვის საჭიროა "ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგაზე გაღწევა მოახერხოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით