მბაპეს "დორტმუნდთან" თამაში საეჭვოა

9-03-2020, 21:18

ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება, რომელშიც "პსჟ" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს.

თამაშამდე ორი დღით ადრე პარიზული კლუბისთვის სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა.

ევროპული გამოცემების ცნობით, "პსჟს" ახალგაზრდა ლიდერი, კილიან მბაპე გაციებულია და მისი თამაში ოთხშაბათს სათუოა.

კლუბის ექიმები ფრანგი ფორვარდის მდგომარეობას დააკვირდებიან და დიდი ალბათობით, ხვალ გახდება ცნობილი ითამაშებს თუ არა მბაპე "დორტმუნდთან".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბათუმის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით