ლიგა 1-ის მატჩები უმაყურებლოდ ან შეზღუდვებით ჩატარდება

9-03-2020, 19:26

კორონავირუსი უკვე საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩებზეც ახდენს ზეგავლენას.

საფრანგეთის სპორტის მინისტრის, როქსანა მარასინენის განცხადებით, ჩემპიონატის მატჩებზე ახალი შეზღუდვა შევიდა ძალაში.

დღეიდან 15 აპრილამდე ვირუსის საფრთხისგან თავის ასარიდებლად თამაშები დახურულ კარს მიღმა ან მაქსიმუმ 1000 კაცის დაშვებით ჩატარდება.

გასულ ტურში უკვე ჩაიშალა "სტრასბურგისა" და "პსჟს" შეხვედრა. მომავალი ტურიდან კი ზემოხსენებული შეზღუდვა შევა ძალაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უცნაური გადაწყვეტილება, საქართველოში ფეხბურთი ბრუნდება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით